გიორგი გახარია ე.წ. მე-12 ოთახის ერთ სტრუქტურაში ინტეგრირებას აანონსებს
გიორგი გახარია ე.წ. მე-12 ოთახის ერთ სტრუქტურაში ინტეგრირებას აანონსებს
18:44 20.12.2017
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ე.წ. მე-12 ოთახის მუშაობის დახვეწაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ე.წ. მეთორმეტე ოთახი დღეს რთული მექანიზმებით ფუნქციონირებს, რადგან პირი უნდა მივიდეს ერთგან, სადაც დაურტყამენ ბეჭედს, მერე წავიდეს სხვაგან, სადაც უნდა გადაიხადოს, ისევ დაბრუნდეს მესამეგან და ა.შ.
„როდესაც ვსაუბრობთ სერვისების უკეთ მიწოდებაზე, იგულისხმება, რომ ეს ყველაფერი ერთ სტრუქტურაში უნდა იყოს ინტეგრირებული ამის გადაჭრას უნდა დასჭირდეს რამდენიმე თვე და არა წლები"-განაცხადა მინისტრმა.

ბეჭდვა