შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი
დეპარტამენტი იქმნება.
ამის შესახებ გახარიამ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ისუბრა. გიორგი გახარიას თქმით, ადამიანის უფლებების ნაწილში, გამოწვევები საკმაოდ მარალია და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ იქნა მიღებული.
,,ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, სანამ სრულად არ დასრულდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოო დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
