შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის გამოწვევები, რომელებსაც დღეს საზღვრის
დაცვის მიმართულებით აფიქსირებენ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება არაა.
მისივე თქმით, სამინისტროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეფორმირებას, არის საზღვრის დაცვა.
ამის შესახებ გახარიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
”სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით. მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაცია. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, გადამზადდეს საუკეთესო კადრები, რომლებიც დღეს სისტემაში არსებობს. უნდა გამოვყოთ ის პოზიტიური კომპონენტი თანამშრომლობის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიც სასაზღვრო დაცვა. აქ გვაქვს კარგი შედეგები და ამ მიმართულებას გავაგრძელებთ”, - აღნიშნა გახარიამ.
