გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება, იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით
გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოება, იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით
10:56 20.12.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყების მიზანი ქვეყანაში წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა.

მისივე თქმით, შსს-სთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და საზღვრის დაცვის მიმართულებით.


„დღეს ჩვენი მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ამავდროულად ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქე იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით.
დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების გარანტიები, საზღვრის დაცვა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. შესაბამისად, ჩვენ იმ ძირითადი საკვანძო მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ ვსახავთ შემდგომ პრიორიტეტებს.
დღეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ კარგად გვესმის , რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შსს-ს წარმატება“- განაცხადა გახარიამ.




ბეჭდვა