ვარკეთილში ,,საქართველოს ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს
ვარკეთილში ,,საქართველოს ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს
11:18 19.12.2017
თბილისში, ვარკეთილში ,,საქართველოს ბანკის" ექსპრესს ფილიალი დააყაჩაღეს.
შემთხვევა დილით დაახლოებით 10 საათისთვის მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თანხის წაღება შეძლეს.
როგორც საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, წაღებული თანხის ოდენობა დიდი არაა.
„გამორიცხულია, რომ იყოს რაიმე მსხვილი თანხა წაღებული, ეს დანამდვილებით ვიცით. სერიოზულ ზარალზე საუბარი არ არის და არავინ არ არის დაშავებული“ - განაცხადა ბალავაძემ.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ გუშინ საღამოსაც დააყაჩაღეს. წერეთლის გამზირზე მომხდარი ქურდობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა.



ბეჭდვა