ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
16:09 17.12.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ , 1400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ბ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრასპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ბეჭდვა