საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟეებმა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების საზღვარზე უკანონოდ
შემოტანის ფაქტი აღიკვეთეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის რ.ნ.-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას ცეცხლსასროლი იარაღის 6 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
