საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ გაძარცვეს. წაღებულია ტექნიკა და შესაწირი თანხა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
„დაკარგულია სამუშაო ლეპტოპი, რომელშიც სრული ბაზაა. ასევე არაა ვიდეო და ფოტო გადამღები. დაიკარგა თანხაც, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების საახალწლო საჩუქრისთვის იყო განკუთვნილი“- განაცხადა თანამშრომელმა.
