აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
18:04 13.12.2017
ვაკეში შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ აბაშიძის ქუჩაძე მოხდა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პირი, რომელმაც მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია- ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბეჭდვა