იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ქართულ მხარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის
ექსტრადაციის საკითხზე პასუხი არ მიუღია.
როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლის საქმეები სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტას ელოდება.
„რაიმე ტიპის პასუხი ექსტრადაციის მოთხოვნაზე უკრაინული მხარისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია. მიდინარე სისხლისსამართლის საქმე უკრაინაში არის უკრაინის სახელმწიფოს შიდა საკითხი. ჩვენ აქ არაფერი არ გვეთქმის და არც უნდა გვეთქმოდეს.
რაც შეეხება საქართველოში მის წინაააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებს, რა თქმა უნდა, ისინი მიმდინარეა და უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნის საკითხის გადაწყვეტას ელოდება“-განაცხადა მინისტრმა.
