კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა
15:03 11.12.2017
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას პაატა გურასპაული უხელმძღვანელებს. კენჭისყრის შედეგად, რომელშიც 27-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, პაატა გურასპაულმა ხმების 80%, ხოლო შიო ხეცურიანმა - 2% მიიღო.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან მიხეილ გაბრიჩიძე ჩაანაცვლა და მომავალი 4 წლის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტი სწორედ ის იქნება.

ბეჭდვა