ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს არის ტესტი და იმედი მაქვს უკრაინა ამ გამოცდას ჩააბარებს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს არის ტესტი და იმედი მაქვს უკრაინა ამ გამოცდას ჩააბარებს
12:28 11.12.2017
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის შიდა საქმეა და დასძენს, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი უკრაინისთვის.

მინისტრი იმედოვნებს, რომ კანონის უზენაესობა დაცული იქნება.

„რაც შეეხება სააკაშვილს, ეს უკრაინის შიდა საქმეა. ველით, რომ საკითხი კანონიერების ფარგლებში მოგვარდება. ასევე იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა სრულყოფილად იმუშავებს და დაცული იქნება კანონის უზენაესობა, ეს არის მორიგი ტესტი და იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამ გამოცდას ჩააბარებს,“ - აცხადებს ლინას ლინკევიჩუსი.

მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. რამდენიმე წუთში მისი სასამართლო პროცესი დაიწყება.

ბეჭდვა