ნინო ლომჯარია: ერთ-ერთი პირველი, რითაც დავინტერესდები არასრულწლოვანთა შორის ძალადობა იქნება
ნინო ლომჯარია: ერთ-ერთი პირველი, რითაც დავინტერესდები არასრულწლოვანთა შორის ძალადობა იქნება
10:34 08.12.2017
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
ამასთან დაკავშირებით ლომჯარიამ ომბუდსმენის პოსტზე პირველი სამუშაო დღის დაწყებისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიასთვის სახალხო დამცველის თანამდებობაზე დღეს პირველი დღეა. ამ პოსტზე მან უჩა ნანუშვილი ჩაანაცვლა.

ბეჭდვა