შს მინისტრი: ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს მანდატურების სამსახურის ეფექტურობის ზრდაა
შს მინისტრი: ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს მანდატურების სამსახურის ეფექტურობის ზრდაა
14:38 07.12.2017
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლაში უსაფრთხოების დასაცავად საპატრულო პოლიცია მაქსიმალურ რესურსს დახარჯავს. ასევე, როგორც მინისტრი განმარტავს, დღესდღეობით ძირითადი ამოცანა მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდაა.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის ზრდა. ეს არის ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არის უწყებათაშორისი და მონაწილეობას იღებს განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა არის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ რესურსს მოახმარს, რომ სკოლაში უსაფრთხოება იყოს დაცული“-განაცხადა შს მინისტრმა.


ბეჭდვა