დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება
11:35 06.12.2017
დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხზე ბრალდებული პირების ადვოკატთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ადვოკატების განმარტებით, ბრალდების მხარეს არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.

“ვერანაირი გარემოებები გამოძიებამ ვერ დაადასტურა და 6 შვილის მამა დააპატიმრა. არანაირი მტკიცებულებები არ ჰქონდათ კალანდიას გულწრფელი ჩვენების გარდა. ბრალდების მხარე მხოლოდ სიძულვილით იყო შემოფარგლული“-განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.


ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდებული სრულწლოვანი პირები, პატიმრობაში დარჩნენ, 21 წლამდე პირი 5000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო არასრულწლოვანი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა.

ბეჭდვა