ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებს.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებით სასამართლოებმა სახელმწიფოსგან დავალება მიიღეს, რომ ბიუჯეტი მილიონებით შეავსონ.
შავაძეს მიაჩნია, რომ მოსამართლეები მოსარჩელეებისაგან შეუსაბამოდ მაღალ ბაჟს ითხოვენ, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ, მოსამართლეებს ახალი გზით აკონტროლებს - თუ ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანს ბიუჯეტში.
ადვოკატი მოსამართლეებს მოუწოდებს უარი თქვან ასეთი მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
2012 წლის 22 ივნისიდან სასამართლოში განსახილველ სამოქალაქო დავებზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, არამედ თვითმმართველი ერთეულების მიხედვით დადგენილ სახაზინო კოდებზე ხორციელდება.
