გიგი უგულავა სააკაშვილზე: პრობლემა საქართველოდანაა დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს
გიგი უგულავა სააკაშვილზე: პრობლემა საქართველოდანაა დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს
15:20 05.12.2017
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ის რაც დღეს კიევში ხდება განსაკუთრებით ცუდია, რადგან ის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

მისივე თქმით, ყველაფრის საფუძველი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ წამოწყებული პოლიტიკური დევნაა.

„ძალიან მძიმე საყურებელია, ის რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ. ეს ნამდვილად არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში ხდება. მაგრამ თავი და თავი ამ ყველაფერის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო ივანიშვილის რეჟიმმა წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მარტო//. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები. პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა დასრულდეს პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს. პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, 2013 წლიდან ივანიშვილის რეჟიმზეა“-განაცხადა უგულავამ.

ბეჭდვა