საგარეო დაზვერვის სამსახური სუს-ს აღარ შეუერთდება
საგარეო დაზვერვის სამსახური სუს-ს აღარ შეუერთდება
18:40 04.12.2017
სახელმწიფო უსაფრთობის სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური აღარ გაერთიანდება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ისინი კონტრდაზვერვითი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე ფიქრობენ.

„როდესაც თავად მთავრობას ეს რეფორმა შემოგვთავაზა, არსებობდა როგორც მხარდამჭერი არგუმენტები, ასევე საწინააღმდეგო და აქ რთული იყო ერთგვარი ოქროს შუალედის მოძებნა. თუმცა, როგორც მთავრობამ ჩათვალა ამ შემთხვევაში გადაწონა იმ არგუმენტმა, რომ დარჩეს ცალკე. ამა აქვს ცალკე სპეციფიკაა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფიქრობს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ამ შემთხვევაში თავად მთავრობამ გადაწყვიტა რომ ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს“- განაცხადა სესიაშვილმა.


ბეჭდვა