თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც
სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციას ჩაბარდა. ის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს შორის 1-ელ დეკემბერს დაპირისპირება მოხდა, რასაც 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. ინციდეტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ხუთი პირი მიეცა.
