ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
17:16 04.12.2017
თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, ხოლო მეორის ძებნის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ხორავას ქუჩაზე სამი დღის წინ მოხდა. ინციდენტისას 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს, რა დროსაც ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გადარჩება ქირურგიული ჩარევების მიუხედავად ვერ მოხერხდა.


ბეჭდვა