თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დანით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა და მასში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ისინი მე-11 კლასის მოსწავლეები არიან.
„დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ორია დაჭრილი. ორი მძიმედ იყო, ერთს თავი ჰქონდა გატეხილი,“- აღნიშნა თვითმხილველმა “კურიერთან“ საუბრისას.
