გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული
სპეცოპერაციისას დაჯგუფების ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სუს-ში არ ადასტურებენ.
აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უწყებაში გაკეთდა.
“სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი ამ სპეცოპერაციის დროს დაგვეღუპა. დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება”-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
