დიდუბეში ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა
 დიდუბეში ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა
16:03 30.11.2017
დიდუბეში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 6 ადამიანი. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მსუბუქი მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხეს შეეჯახა, რა დროსაც ერთი გოგონა ავტომობილიდან გადმოვარდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ბეჭდვა