ზაზა გოგავამ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
ზაზა გოგავამ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
20:35 05.07.2012
გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზაზა გოგავამ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ფაქტის გადამოწმება „ნიუსპრესმა“ სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში სცადა, თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. კითხვაზე მართლაც წავიდა თუ არა გოგავა სასაზღვრო პოლიციის უფროსის პოსტიდან, პასუხად განაცხადეს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვიან.
ზაზა გოგავა სასაზღვრო პოლიციის უფროსად 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე იგი გენერალურ შტაბს მეთაურობდა.

ბეჭდვა