შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან
დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.
„აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს“- აცხადებენ უწყებაში.
