სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
განხორციელებული სპეცოპერაციის საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში ნდობის ჯგუფს შეხვდება.
ამასთან დაკავშირებთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ნდობის ჯგუფის პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას რომ პარლამენტის, ნდობის ჯგუფის წინაშე წარადგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული ოპერაციის შესახებ დ ასევე თავად ამ მოვლენის შესახებ. რაც შეეხება თარიღს როდის და რა ფორმით მოხდება, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ, მას შემდეგ რაც თავად სუს-ს ექნება დადასტურებული ინფორმაცია“- განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია. ოპერაციის დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე სპეცრაზმელი.
