საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
11:17 28.11.2017

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ

პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, მტკვარი“ და ,,ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ა-ს, ჰ.ტ-ს, ლ.რ-სა და კ.გ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (19 აბი) და ფსიქოტროპული (500 აბი და 30 კაფსულა) მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ბეჭდვა