შსს-ს საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი შეისწავლის
შსს-ს საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი შეისწავლის
11:04 28.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში”-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა