იან კელი: სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიებაში FBI ჩაერთო
იან კელი: სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიებაში FBI ჩაერთო
17:12 27.11.2017
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთვნენ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.
„ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მხარეს გამოძიებაში ტექნიკური დახმარება და ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება. ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და რა თქმა უნდა, მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს აჰმედ ჩატაევი, ეს ჯერ 100%-ით უნდა დადგინდეს. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს, ჩვენც გვინდა გავიგოთ რა მოხდა. გამოძიებაში უკვე ჩაერთვნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები“- განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია.
ბეჭდვა