სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევია
სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევია
17:08 27.11.2017
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია და ის საედი დუდაევია.

აღნიშნულს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ.
მის საქმეზე სასამართლომ სამი დღის ვადაში უნდა იმსჯელოს.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამის ლიკვიდირება მოხდა. ლიკვიდირებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ბეჭდვა