სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს
ეჭვი, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხები შემდეგ ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი დადგინდება.
„ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ადამიანებს შორის არის ჩატაევი, მაგრამ დადასტურებით მაშინ შეგვეძლება თქმა, როდესაც იქნება ექსპერტიზების, დნმ-ის პასუხი. აქედან გამომდინარე გვექნება ზუსტი პასუხი არის თუ არა ეს ჩატაევი“- განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთ პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია.
