შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა
09:48 27.11.2017
აჭარაში, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.

ბეჭდვა