ყაზბეგის საბაჟოზე პნევმატური იარაღი აღმოაჩინეს
ყაზბეგის საბაჟოზე პნევმატური იარაღი აღმოაჩინეს
15:55 26.11.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული, პნევმატური იარაღი აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ბეჭდვა