ტერორიზმში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტერორიზმში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
15:44 24.11.2017
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

დაცვის მხარე განჩინების გასაჩივრებას გეგმავს. მომდევნო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.

"დაცვის მხარე ვაპირებთ სააპელაციო წესით გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება”-განაცხადა ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.

ცნობისთივს, 22 ნოემბერს სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამის ლიკვიდირება მოხდა. ლიკვიდირებული პირების ვინაობა ამ ეტაპზე ინდენტიფიცირებული არ არის.

ბეჭდვა