პრეზიდენტი: მეამიტურ განცდებს, რომ საქართველო იმ რეალობაშია, როდესაც გლობალური რისკები არაა, ნათელი პასუხი გაეცა
პრეზიდენტი: მეამიტურ განცდებს, რომ საქართველო იმ რეალობაშია, როდესაც გლობალური რისკები არაა, ნათელი პასუხი გაეცა
12:21 24.11.2017
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეამიტურ განცდებს, რომ საქართველოში არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, ნათელი პასუხი გაეცა.


აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ყველა რისკის რეალური შეფასება.

„ის მეამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ ვინც მოქმედებდა, მაგრამ კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება და რომ არ არის უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ალბათ ამ მეამიტურ განწყობებს ნათელი პასუხი გაეცა.

შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

ოპერაციისას ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამის ლიკვიდირება მოხდა. ისინი
სავარაუდოდ, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან.


ბეჭდვა