საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
14:31 23.11.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.
გახარიას განცხადებით, საპატრულო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფია.
„ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია აქ დგომა და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები ეს ერთი, მეორე - ძვირფასო პოლიციელებო, საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ დღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით კი, მისი მიზანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და საზოგადოებაში ნდობის დამსახურებაა.
„მე მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ჩვენს მოსახელობაში ნდობისა და პატივისცემის დამსხურება. ამავე დროს მე გვერდით დავუდგები თითოეულ პოლიციელს, როდესაც საქმე ეხება მის ღირსებას და მზად ვარ, დავიცვა მათი უფლებები“-განაცხადა კუპატაძემ.

ბეჭდვა