ზაალ კასრელიშვილი: მათ თანამებრძოლის ციხიდან გათავისუფლება და რუსეთში გადასვლა უნდოდათ
ზაალ კასრელიშვილი: მათ თანამებრძოლის ციხიდან გათავისუფლება და რუსეთში გადასვლა უნდოდათ
12:39 23.11.2017
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტის ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, სპეცოპერაციისას დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს ორი კონკრეტული მიზანი ამოძრავებდათ.

მისივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთი ახმედ ჩატაევია, ვერ ადასტურებს, რადგან ის შავ სიაშია და სამი საზღვრის გადაკვეთა გაუჭირდებოდა.

„ჩვენი ვერსიით მათ ორი მიზანი ამოძრავებდათ- დაკავებული თანამებრძოლის საქართველოს ციხიდან გათავისუფლება და რუსეთში გადასვლა უნდოდათ. რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, იმას გააკეთებდნენ. როგორ აპირებდა ორი ადამიანი ციხიდან გამოხსნას?! -სავარაუდოდ, მათ მძევლები უნდა აეყვანათ და ხელისუფლება ეიძულებინათ, მაგრამ მერე ვეღარ გადაადგილდებოდნენ, რადგან უკვე საერთაშორისოდ გაკონტროლდებოდა გადაადგილება. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ახმედმა, რომელიც შავ სიაშია, სამი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მოახერხა. ეს თუ ასეა, სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე“-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული ახმედ ჩატაევია და გუშინ ლიკვიდირებული ჯგუფი სწორედ ჩატაევის რაზმი იყო.

ბეჭდვა