პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის, ზურაბ გუმაშვილის განცხადებით, წარმოშობით
ჩეჩნები, რომელთაც სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინა მიაქირავეს, ტერორიზმთან კავშირი არ აქვთ.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ გუშინდელ სპეცოპერაციებთან გარედან შემოსული ძალები არიან დაკავშირებულები.
„მე პირადად არ ვიცნობ ამ ახალგაზრდებს. გადმოცემით ვიცი, რომ ასეთ საქმეებში ჩართულები ისინი არ არაინ. საკმაოდ დადებითად ხასიათდებიან. შეიძლება ითქვას, ისინი შემთხვევის გამო გაეხვივნენ ამ პროცეში. მიმაჩნია რომ გარედან შემოსული ძალა აუნდა იყოს. ჩეჩნები, ვინც აქ არიან მგონია ასეთ პროცესებში ნამდვილად არ მიიღებენ მონაწილეობას“ - განაცხადა გუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია.
