ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟურნალისტებს სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გამოსულმა ადგილობრივმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, დაიჭრა დაახლოებით სამი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ის პირები არიან, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
სპეცოპერაციის ადგილს ჯავშან-ტექნიკა უკვე ტოვებს, თუმცა ადგილზე სპეცრაზმელები კვლავ მობილიზებულები რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 18 საათზე მეტია მიმდინარეობს. დაკავების ოპერაცია, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმდინარეობს. სპეცოპერაციისას გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი.
