ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას დაჭრილი 41 წლის სპეცრაზმელი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია სპეცრაზმელის მკურნალმა ექიმმა დაადასტურა.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოსვლის მომენტში და მკურნალობის პერიოდში იყო კრიტიკულად მძიმე. გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა. ქალა-სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალას ფუძის მოტეხილობა. ტრამვა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო, სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა. ჯერ-ჯერობით სხვა სპეცრაზმელები არ შემოუყვანიათ“- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. სპეცოპერაცია, რომლის დროსაც იგი დაიჭრა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 18 საათზე მეტია მიმდინარეობს. დაკავების ოპერაცია, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.
