სოზარ სუბარი გირგვლიანის საქმეზე: ვხედავდი როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორემდე, რათა შეემცირებინათ ბრალი მსჯავრდებული ადამიანებისთვის
სოზარ სუბარი გირგვლიანის საქმეზე: ვხედავდი როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორემდე, რათა შეემცირებინათ ბრალი მსჯავრდებული ადამიანებისთვის
14:24 22.11.2017
დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დღეს სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობდა ეკავა, უშუალოდ იყო ამ საქმის გამოძიების მონაწილე და ხედავდა, თუ როგორ ყალბდებოდა სასამართლო პროცესები.
ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამავდროულად მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა იმ სასამართლოსთან დაკავშირებით, რომლის პროცესიც დღეს მიმდინარეობს. მე ვიყავი დაკითხული, როგორც მოწმე. მოგეხსენებათ, იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ვიყავი სახალხო დამცველი, ხდებოდა ჩემ თვალწინ და ჩემი მონაწილეობით , რადაგან უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ ყველაფრის მაშინდელ გამოძიებაში, რაც გირგვლიანის მკვლელობის საქმის ირგვლივ მიმდინარეობს. როგორ ხდებოდა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორებმდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს, როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, როდესაც ეს კანონით იყო აკრძალული და როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მაშინდელი მინისტრი ჩემთანაც კი მოდიოდა, სააკაშვილის მთავრობის წევრი, მეუბნებოდა როგორ მართავდნენ ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან, როგორ უშვებდნენ მათ პერიოდულად ოჯახებში, თითქოს დანაშაული არ ქონდათ ჩადენილი და როგორ იყო ამ ყველაფრის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება“- განაცხადა სუბარმა.


ბეჭდვა