ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა
სპეცოპერაცია დასრულდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზარალდეს.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად ახალ დეტალებზე განცხადებას შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ.
ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებებს იმ დოზით, რა დოზითაცაა ეს შესაძლებელი, რათა არ შეექმნას მოსახლეობას პრობლემა. სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყით. ერთი რამე შემიძლია გითხრათ,რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დასრულდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზარალდეს და ჩემგან ამაზე მეტი განცხადება არ იქნება. სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად ახალ დეტალებზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას.
მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ხდებოდეს მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე ლაპარაკი. ეს კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, იმისთვის, რომ ვინმეს დამატებითი ზიანი არ მიადგეს“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 18 საათზე მეტია მიმდინარეობს. დაკავების ოპერაცია, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი. სპეცოპერაციისას დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი.
