გია ვოლსკი: საზოგადოებას უნდა შევახსენოთ რაოდენ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისთვის მუშაობს
 გია ვოლსკი: საზოგადოებას უნდა შევახსენოთ რაოდენ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისთვის მუშაობს
13:11 22.11.2017
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებისთვის საზოგადოების სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, როდესაც მსოფლიოში ასეთი არასტაბილური მდგომარეობაა, მათ ვინც ჩვენ უსაფრთხოებას იცავს მხარდაჭერა სჭირდება.
„ჯერ-ჯერობით წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომპეტენტური პირები ამაზე უკეთესად ილაპარაკებენ, დეტალურად. მე ვფიქრობ, რომ საზოგადეობას უნდა შევახსენოთ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მხრიდან შესაბამისი ძალოვანი სტრქუტურების მხარდაჭერა და მათ მიერ სოლიდარობა, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისთვის მუშაობს. მე ვამბობ, რომ ძალოვანი უწყებები მუშაობენ ინტენსიურად და ყველა ქვეყანაში მათ შორის საქართველოში მათ საქმიანობას სჭირდება მხარდაჭერა, როდესაც მსოფლიო ასეთი არასტაბილურია“- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპარაცია უკვე 17 საათია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი.
სუს-ის ინფორმციით, დაკავებულია ერთი პირი.

სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.

ბეჭდვა