სპეცოპერაციის ადგილზე, გაბრიელ სალოსის გამზირზე „კობრას“ ტიპის სამი სამხედრო მანქანა
შეიყვანეს. აღნიშნულის მიზეზებს სამართალდამცველები ჯერჯერობით არ განმარტავენ.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპარაცია უკვე 17 საათია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი.
სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა.
