სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შევიდა
სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შევიდა
10:45 22.11.2017
გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შევიდა. გამოძახების მიზეზის შესახებ ექიმები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილზე დამატებითი სამაშველო სამსახურების მობილიზებაც მოხდა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპარაცია უკვე 16 საათია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 46-ე კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი. ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.

ბეჭდვა