ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლა და აფეთქებები გრძელდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის კედლები დაზიანდა.
მათივე ინფორმაციით, პოლიციელების სამიზნე ბინაში ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობდა.
„სროლის ხმა იყო, ნახვით არაფერი მინახავს. გაგვაფრთხილეს სახლებში იყავითო. სროლა ალბათ ორმხრივი იყო. კორპუსის კედლებია დაზიანებული. ხელყუმბარების გადმოყრაზე არაფერი ვიცი. ადგილზე ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობდა დიდი ხანია უკვე, წლების მანძილზე“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია უკვე 16 საათია მიმდინარეობს.
