თემქაზე ავტოავარიისას სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თემქაზე ავტოავარიისას სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა
12:23 21.11.2017
თბილისში, თემქის მე-11 მიკრო რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მანქანაში, როგორ თვითმხილველები აცხადებენ, მცირეწლოვანი ბავშვებიც ისხდნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის მიზეზები და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.


ბეჭდვა