იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი ინსპექტორი
დაამტკიცა. ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებმა 14 ხმით აირჩიეს.
ის უფლებამოსილების შესრულებას უახლოეს დღეებში შეუდგება.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქცია დისციპლინური სამართალწარმოებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებას გულისხმობს.
ქეთევან ცინცაძე ამ დრომდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
