რუსთავში შარტავას მოედანზე ავტოავარიას 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
„ჩატარდა კლინიკულ-ლაბორატორიული კვლევები, პირველადი დახმარება. ტრამვები იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. დინამიკაში მოხდა გულის გაჩერება. ჩატარებული გულ-ფილტვის რეანიმაცია აღმოჩნდა უშედეგო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“- განაცხადა ექიმმა ლელა ბაღნაშვილმა.
