სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
09:51 17.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.

აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.


ბეჭდვა